ჯანდაცვა
24/07/2023

ვაბისმო (ფარისიმაბი), ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი ბისპეციფიური პრეპარატი, უკვე საქართველოს ბაზარზეა

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში სამეცნიერო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „ახალი ერა nAMD  და DME-ის მკურნალობაში“. კონფერენცია  ფარმაცევტული კომპანია როშ ჯორჯიას ეგიდით ჩატარდა და უკავშირდება ახალი, ინოვაციური პრეპარატის ვაბისმოს (ფარისიმაბი) შემოსვლას საქართველოს ბაზარზე.   საკითხი შეეხო ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიც არის ბადურის დაავადებებთან ასოცირებული მხედველობის დაქვეითება/კარგვა და მისი  მართვა მსოფლიოსა და  საქართველოში.

მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება  მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ასევე  კომპანია „როშ ჯორჯიას“ მხარდაჭერით დაიწყო.

კონფერენცია „როშ ჯორჯიას“ დირექტორმა, მაკა ასათიანმა გახსნა, რომელმაც  დამსწრე საზოგადეობას კომპანია როშის როლი და მიღწევები გააცნო ოფთალმოლოგიური მიმართულებით.

Anti-VEGF-ით მკურნალობის თანამედროვე პარადიგმებზე ნეოვასკულური მაკულის ასაკობრივი დეგენერაციის და დიაბეტური მაკულის შეშუპების მართვის შესახებ ისაუბრა, თვალის კლინიკა დავინჩის ოფთალმოლოგმა, ვიტრეორეტინალური ქირურგმა  ნიკოლოზ ლაბაურიმ.

nAMD  და DME-ის მკურნალობაში არსებული მიღწევები და ინოვაციური მიდგომები განიხილა მოწვეულმა სტუმარმა,  საუთჰემპტონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ოფთალმოლოგმა, მკვლევარმა გაბრიელა დე სალვომ.

კონფერენციას ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობდნენ ოფთალმოლოგიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ვაბისმო (ფარისიმაბი), ბადურის დაავადებების სამკურნალო პირველი და ერთადერთი ბისპეციფიური ანტისხეულია, რომელიც უზრუნველყოფს დაავადების განვითარებაში მონაწილე ორი გზის ბლოკირებას. პრეპარატი ნაჩვენებია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების სამკურნალოდ, რომლებიც მხედველობის კარგვის ძირითადი მიზეზია  და  მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანზე მეტს აღენიშნება.                                                                                               „ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და აღენიშნებათ  ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმის და დიაბეტური მაკულარული შეშუპების გამო მხედველობის დაქვეითება, ვაბისმოს საქართველოს ბაზარზე რეგისტრაცია, ნიშნავს ნაკლები თვალშიდა ინექციების გამოყენებით მხედველობის გაუმჯობესებას ან შენარჩუნებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადებების ტვირთს და უკეთესობისკენ შეცვლის პაციენტების ცხოვრებას, - ამბობს  როშ ჯორჯიას სამედიცინო დირექტორი, ნინო განუგრავა.

სამეცნიერო კონფერენცია საფუძველს დაუდებს ვაბისმოს აქტიურ ინტეგრაციას ბადურის დაავადებების მკურნალობის რეკომენდაციებში, რაც მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევებს ხელმისაწვდომს გახდის ქართველი პაციენტებისთვისაც. 

ინფორმაცია მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ შესახებ                 

მხედველობა ერთ-ერთია იმ მგრძნობელობით ფუნქციათა შორის, რომლითაც სამყაროს შეცნობას ვახდენთ, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ მისი შენარჩუნებაა. მხედველობა მრავალი მიზეზით შეიძლება დაქვეითდეს, სხვადასხვა დაავადებამ კი შესაძლოა სრული დაბრმავება გამოიწვიოს, რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება დიაბეტსა და სიბერეს. იმისთვის, რომ სულ ვხედავდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ მივაქციოთ ჩვენს თვალებს ყურადღება.

სწორედ ამიტომ, სტარტს იღებს მხედველობაზე ზრუნვის საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით #სულრომგვხედავდე, რომელიც ხელს შეუწყობს ოფთალმოლოგიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მკურნალობის ხელშეწყობას.

 ინფორმაცია ვაბისმოს (ფარისიმაბი) შესახებ

ვაბისმო (ფარისიმაბი) არის პირველი და ერთადერთი ბისპეციფიური ანტისხეული, რომელიც ერთდროულად ბლოკავს ბადურის დაავადებების განვითარების  ორ გზას (VEGF და Ang-2) და უზრუნველყოფს სისხლძარღვთა სტაბილურობას, რისი არქონაც უხშირეს შემთხვევაში მხედველობის კარგვის/დაქვეითების მიზეზია. ვაბისმო აუმჯობესებს მხედველობას პაციენტებში ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის სველი ფორმით და დიაბეტური მაკულარული შეშუპებით.