ჯანდაცვა
20/03/2023

"უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია"

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და ამ მიზნით აღარ იქნება საჭირო მედიკამენტების ნიმუშების საზღვარგარეთ გაგზავნა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორია უკვე მზადაა და მიმდინარეობს შეთანხმება ტექნიკურ დეტალებსა და საორგანიზაციო საკითხებზე, თუ რომელ დღეს უნდა ჩაინიშნოს მისი გახსნა.

„დღეს უკვე შგვიძლია თქმა, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მოხდება მედიკამენტების გადამოწმება და აღარ იქნება საჭირო ნიმუშების საზღბარგარეთ გაგზავნა მათი ხარისხის შესამოწმებლად,“ – განაცხადა მინისტრმა.

წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.

ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.

jandacva.ge