ჯანდაცვა
03/08/2023
"საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეფერხებებს"
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"ასოციაციას სურს საზოგადოებას აცნობოს რეგულატორის მხრიდან მორიგი ურთიერთთანამშრომლობის იგნორირების ფაქტის თაობაზე.
გუშინ საღამოს გამოქვეყნდა რეფერენტული მედიკამენტების სიაში შესაყვანი მედიკამენტების მორიგი პოზიციები.
დარგმა ამ ცვლილების თაობაზე ოფიციალური წყაროდან პოსტფაქტუმ შეიტყო. სამწუხაროდ, რეგულატორი ვერ აცნობიერებს რისკებს, რაც მოსდევს ამგვარ დამოკიდებულებას და რაც მთავარია რისკს უქმნის პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობის უწვეტობას. მათ ვისაც ესმის ფარმაცევტული სექტორის ოპერირების თავისებურება , არ სჭირდება იმის განმარტება, თუ რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ნებისმიერ მედიკამენტზე ცვლილებების ასახვა, ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების პირობების ცვლილება და შემდგომ ამავე მედიკამენტის უწყვეტი მოწოდების გარანტიის მიღება.
ვწუხვართ, რომ მორიგ ჯერზეც სექტორის მიმართ იგივე, განყენებული დამოკიდებულება დააფიქსირა რეგულატორმა და პრაქტიკულად ტრადიციად ჩამოაყალიბა მსგავსი ქცევა.
ჩვენს ძვირფას საზოგადოებას ვთხოვთ, მაქსიმალურად გაგებით მოეკიდოს მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეფერხებებს, რაც გამოწვეულია ახალ სიებთან დაკავშირებულ საოპერაციო პროცედურებთან. აღნიშნულ მედიკამენტებზე ამ ეტაპზე არ არის და ბუნებრივია ვერ იქნებოდა მომწოდებელ მხარესთან საშეღავათო პირობები შეთანხმებული და შესაბამისად, არც იმ მაშტაბების მარაგებია შექმნილი, რომ არსებული მარაგების ხარჯზე ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველვყოთ ბაზარი.
ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას,"-ნატქვამია გავრცელებულ განცხადებაში.