ჯანდაცვა
06/07/2023

რეგულირების სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლიკა ჭუმბურიძე ჩაანაცვლა.

ირაკლი მხეიძე, 2022-2023 წლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

წლების განმავლობაში, მუშაობდა კერძო სექტორში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე.

ირაკლი მხეიძე 2000 – 2005 წლებში სწავლობდა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტში, არის სამართალმცოდნე, სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებული.

სამუშაო გამოცდილება:

2023 წლის 23 ივნისიდან - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, დირექტორი.

2022-2023წწ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორი.

2022წ. - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დირექტორის მოადგილე.

2019-2022წწ. - შპს "ჯი არ სი", საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2014-2019წწ. - სს "ტერაბანკი", ფილიალის დირექტორი.

2004-2014წწ. - სს "პროკრედიტ ბანკი", სერვის ცენტრის უფროსი.

jandacva.ge

Businesspartner