ჯანდაცვა
20/02/2023

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლების რაოდენობა 1456-მდე გაიზარდა

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული წამლების რაოდენობა 1456-მდე გაიზარდა. ჩამონათვალი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.

იქვე მითითებულია, თუ რომელი წამლის რეფერენტული ფასია შესული ძალაში, რომლის ამოქმედება იგეგმება 18 მარტიდან (საუბარია მედიკამენტებზე, რომლის ფასი ფარმაცევტული კომპანიის აპელაციის შემდეგ შეიცვალა) და რომელი ექვემდებარება გასაჩივრებას.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში 15 თებევრლიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკრეტული წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება აღარ აქვთ.

პირველ ეტაპზე რეფორმა ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხო.

თავდაპირველად ითქვა, რომ რეფერენტული ფასები 1300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტებზე ამოქმედდებოდა. პირველ ეტაპზე რეგულაცია ფასები 800-ზე მეტ წამალზე ამოქმედდა. მედიკამენტების ნაწილზე ფასები კერძო სექტორმა გაასაჩივრა. სულ 700-მდე განაცხადი იქნა განხილილი, საიდანაც 300-ზე მეტ მედიკამენტზე ფასები დაკორექტირდა, მათზე ახალი ფასები ძალაში 18 მარტიდან შედის.

jandacva.ge