ჯანდაცვა
18/05/2023
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების სტანდარტის შემუშავებაზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქების სტანდარტის შემუშავებაზე მუშაობს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის წინაშე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული სტანდარტი მოიცავს აფთიაქის ინფრასტრუქტურასთან, მედიკამენტების შენახვის გარემო პირობებთან, პერსონალის მოთხოვნებთან და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან დაკავშირებულ საკითხებს. სხვა დამატებით დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია.