ჯანდაცვა
13/10/2023

იანვრიდან სანიტრები საათში მინიმუმ 3 ლარს, ბებიაქალები კი 4,4 ლარს მიიღებენ

მედპერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი ფართოვდება.  

ექიმებისა და ექთნების შემდეგ ეს პრინციპი სანიტრების, ბებიაქალების, ექთნის თანაშემწეებისთვისა და უმცროსი ექთნებისთვისაც ამოქმედდება. 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილებები 2024 წლის იანვრიდან შედის ძალაში.

დადგენილების თანახმად, მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ასეთია:

ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;
ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;
ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;
 ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023