ჯანდაცვა
20/04/2023

GDP სერტიფიკატი 40-მდე კომპანიამ მიიღო

კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტები ამ დრომდე ფარმაცევტული პროდუქციის 40-მდე დისტრიბუტორმა დააკმაყოფილა და შესაბამისი სერტიფიკატი აიღო. სულ კი საქართველოში 200-ზე მეტი ასეთი კომპანია მოქმედებს. ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დისტრიბუტორისთვის სტანდარტის დაკმაყოფილება უფრო მარტივია, ვიდრე წარმოებისთვის, რადგან მისი მთავარი ვალდებულება საწყობების სტანარტების მიხედვით მოწყობაა, რაც გულისხმობს ტენიანობას, ტემპერატურის შესაბამის რეჟიმსა და სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. საწარმოების შემთხვევაში კი ახალ სტანდარტზე (GMP) გადაწყობა გაცილებით მეტ ინვესტიციას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჯიემპი ალდებულების ამოქმედებიდან, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, GMP სერტიფიკატი მხოლოდ 3 კომპანიას აქვს. ესენია  „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს პერიოდში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს.

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023