ჯანდაცვა
15/03/2023

"გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე" - ინოვიაციური მედიკამენტების როლი დაავადების მკურნალობაში

16 მარტს, 17:30 საათზე, რადისონ ბლუ ივერიაში (მის: რესპუბლიკის მოედანი #1) გაიმართება შეხვედრა თემაზე „გავაუმჯობესოთ ონკოჰემატოლოგიური პაციენტების სიცოცხლე“. შეხვედრის ფარგლებში მოხდება არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობის ახალი სტანდარტების და ახალი მიდგომების  გაცნობა, დაავადების მკურნალობაში ინოვაციური მედიკამენტების როლისა და ახალი კლინიკური შემთხვევების განხილვა.

ღონისძიებას დაესწრებიან ექსპერტები, ექიმი ჰემატოლოგები. 

ღონისძიებაზე არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში დღეს არსებულ ინოვაციურ საშუალებებსა და მათ გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხზე ისაუბრებენ:

  • ბასტიან ვონ ტრესკოვი , ესსენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პროფესორი - პოლატუზუმაბ ვედოტინის როლი დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობაში/კლინიკური კვლევების მონაცემების განხილვა
  • ნინო სესკურია, გერმანული ჰოპიტალის ექიმი, ონკოჰემატოლოგი და ქეთევან ცინცაძე, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, ონკოჰემატოლოგი - ობინუტუზუმაბის წარმატებული კლინიკური შემთხვევების განხილვა

რა არის არაჰოჯკინის ლიმფომა? ზოგადად ლიმფომა სისხლის ავთვისებიან დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედებიდან იღებს სათავეს. არაჰოჯკინის ლიმფომა კი წარმოადგენს ყველაზე ხშირად განვითარებად ლიმფომას, რომელიც 5 დან  4 პაციენტში იჩენს თავს. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 60 წამში ერთხელ თითო ადამიანი ისმენს, რომ მას არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუდგინდა. ეს ნიშნავს რომ ყოველწლიურად მსოფლიოში 540 000 ადამიანს უდასტურდება არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი. ლიმფომა შეიძლება იყოს სწრაფად ან ნელა მზარდი. სწრაფად მზარდი ლიმფომების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განვითარებად ვარიანტს წარმოადგენს დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა, ხოლო ნელა მზარდი (ინდოლენტური) ლიმფომის ტიპი გახლავთ ფოლიკულური ლიმფომა.

B-მსხვილუჯრედული ლიმფომა: ცნობილია, რომ დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომა წარმოადგენს საკმაოდ აგრესიულ და სწრაფად მზარდ დაავადებას. იგი არაჰოჯკინის ლიმფომების საერთო რაოდენობის 30-40%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ ამ დიაგნოზის ქვეშ მყოფი პაციენტები მკურნალობას არ ჩაიტარებენ, მათი საერთო გადარჩენადობის მაჩვენებელი 1 წელზე ნაკლები იქნება. დიფუზური B-მსხვილუჯრედული ლიმფომის არსებული სტანდარტული სამკურნალო სქემა 20 წლის წინ იყო დანერგილი, და დღემდე წარმატებით ხორციელდება, თუმცა პაციენტების დაახლოებით 40% კვლავ განიცდის დაავადების დაბრუნებას (რეციდივს) ან არ ექვემდებარება აღნიშნულ მკურნალობას. აქედან გამომდინარე პაციენტთა დიდი რაოდენობა საჭიროებს გაუმჯობესებულ და ალტერნატიულ პრეპარატებს მკურნალობის საწყის ეტაპზე. ბოლო 20 წლის განმავლობაში  ჩატარებული კვლევებიდან მკურნალობის პირველ ხაზში, საიმედო შემთხვევები  არ დაფიქსირებულა, მხოლოდ პოლატუზუმაბ ვედოტინის+რიტუქსიმაბის+ქიმიოთერაპიის კომბინაციამ აჩვენა დიფუზური B მსხვილუჯრედული ლიმფომის მკურნალობის პირველ ხაზში პოზიტიური შედეგები, რაც კლინიკურად აისახება უფრო მეტი პაციენტის გაუმჯობესებულ ცხოვრების ხარისხში. რა მოხდება თუ დაავადება განიცდის პროგრესირებას? პაციენტები ხშირად განიცდიან მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, თუმცა პაციენტების დაახლოებით 50% თანმხლები დაავადებებისა და ასაკიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს მსგავსი მკურნალობის ჩატარებას. ასეთი პაციენტებისთვის არსებული სამკურნალო საშუალებები ლიმიტირებულია და დაკავშირებულია საშუალოდ მხოლოდ 6 თვიან გადარჩენადობასთან. ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაამტკიცა პოლატუზუმაბ ვედოტინი ზემოთხსენებული პაციენტების სამკურნალოდ, რადგან პრეპარატმა ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში აჩვენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები და დღეს ის უკვე წარმოადგენს მკურნალობის უახლეს სტანდარტს.

სისხლის დაავადებები კომპლექსური და მრავალფეროვანია, რის გამოც ეს სფერო მუდმივად სიახლეების ძიებაშია. კომპანია როში მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს მრავალწლიანი გამოცდილება ჰემატოლოგიაში და აღმოაჩინოს ინოვაციური გადაწყვეტილებები. მისი მიზანია, პაციენტებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად. ღონისძიების მიზანია, რომ ექიმები და საზოგადოება გაეცნონ მკურნალობის გაუმჯობესებული საშუალებების, ახალი სტანდარტები და სამომავლო გეგმები შესახებ ინფორმაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის,

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულმა  კომპანია როშმა არაჰოჯკინის ლიმფომით დაავადებულ პაციენტებს 20 წლის წინათ შესთავაზა მკურნალობის ახალი სტანდარტი - მონოკლონური ანტისხეული, CD20 რეცეპტორზე მომქმედი რიტუქსიმაბი, რომელმაც არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების გამოჯანმრთელებაში უდიდესი როლი ითამაშა. თუმცა, პაციენტების გარკვეული ჯგუფი გამონაკლისად რჩება. ისინი განიცდიან დაავადების რეციდივს (დაბრუნებას) ან რეზისტენტულები არიან მკურნალობის მიმართ (მკურნალობა არ არის ეფექტური), შესაბამისად,  ასეთი პაციენტები საჭიროებენ დამატებით და ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებებს. მართალია, რიტუქსიმაბი ისევ რჩება მკურნალობის სტანდარტად, თუმცა ფარმაცევტული კომპანია მუდმივად  ცდილობს გააუმჯობესოს არესებული სამკურნალო მიდგომები. სწორედ ამის დასტურია არაჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო ახალი საშუალებებისა და სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა ობინუტუზუმაბი და პოლატუზუმაბ ვედოტინი - ახალი სიტყვა ონკოჰემატოლოგიაში.