ფინანსები
01/02/2023

"ზაფხულში ქვეყანამ Fitch-ის რეიტინგი შესაძლოა BB+-ის დონემდე გაიუმჯობესოს"

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fich-ის საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ფინანსთა მინისტრის მოდგილე, მიხეილ დუნდუამ შეაფასა.

მისი ინფორმაციით, Fich-ის პოზიტიური შეფასება და კარგი მოლოდინი საქართველოს მთავრობის სწორად მართული ეკონომიკური პოლიტიკის გამო აქვს.

„Fich-მა  პოზიტიური მოლოდინი საკმაოდ ბევრი ფაქტორის გამო მოგვცა, თუმცა, რამდენიმეზე დავკონცენტრირდეთ. ვხედავთ ექსპორტის დივერისფიკაციის მაღალ დონეს, რომელიც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებით, მათ შორის, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა  საზღვარგარეთ.

მაგალითად, 2 წლის წინ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საუკეთესო მხარდამჭერ პროგრამად დასახელდა. პროექტები, რომელიც საქართველომ დაიწყო სოფლის მეურნეობიდან  დაწყებული,ასევე მრეწველობის სექტორებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, უზრუნველყოფს მეტ ინკლუზიურობას და დივერსიფიცირებას.  გარდა ამისა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილია სასტუმრო ბიზნესის სექტორი, რაც საბოლოო ჯამში გაზრდილ ინვესტიციებში გამოისახება,“-აცხადებს დუნდუა.

კითხვაზე, რეალურია თუ არა სარეიტინგო ქულის BB-დან BB+-ზე გადასვლა, დუნდუა განამრტავს, რომ Fitch-ის ანგარიშიც ამაზე მეტყველებს, რომ  პოზიტიური მოლოდინი ნიშნავს რეიტინგის გაუმჯობესებას.

მისი ვარაუდით, რეიტინგი BB+-ის დონეზე ქვეყანამ   შეიძლება წელს ზაფხულში ან მომავალი წლიუს ზამთარში გაიუჯობესოს.

„ეს აუცილებლად მოხდება, რადგან საქართველო მიდის გაცილებით უფრო მაღალი ტემპით წინ, ვიდრე ეს პროგნოზებშია. Fich-ის პროგნოზის მსგავსად,  ანალოგიურად პოზიტიურია გაეროს, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის  პროგნოზები.

როგორც დუნდუა განმარტავს,  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზი როგორც წესი არის კონსერვატიული, ფრთხილი და უფრო დაბალი, ვიდრე ამას საქართველოს შემთხვევაში რეალობა აჩვენებს.

„2022 წლის გაზაფხულზე სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზრდებოდა, მაშინ, როცა პირველ კვარტალში 15%-იანი ზრდა გვქონდა. პირველ კვარტალში რეალურ გამოსახულებაში ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 1.3 მლრდ ლარით. 3.2%-იანი ზრდა ნიშნავს  იმას, რომ წელიწადში ეკონომიკა უნდა გაზრდილიყო 1.2 მლრდ ლარით. დაახლოებით 120 მლნ-იანი სხვაობა გამოდის. სავალუტო ფონდი მიიჩნევდა, რომ  სამ კვარტალში 0.4%-იანი ვარდნა უნდა გვქონოდა. ამის ნაცვლად მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

იმ ფრთხილი პროგნოზების მიუხედავად, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტები აკეთებდნენ, საქართევლო მუდმივად ამტკიცებს, რომ უფრო კარგად შეუძლია განვითარება.  მათ ამიტომ გააუმჯობესეს პროგნოზები დაინახეს რა სწორი ეკნომიკური სვლა და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც საქართველო ახორციელებს,“-აცხადებს დუნდუა.

გათვალისწინებულია თუ არა Fich-ის პროგნოზებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, მაგალითად, ის რომ  ესტონური მოდელი არ გავრცელდება საბანკო სექტორზე, დუნდუა აღნიშნავს, რომ როდესაც Fich-ს პოზიტიური შეფასება და კარგი მოლოდინი აქვს, თან  განმარტებული აქვს, რომ ეს არის სწორად მართული ეკონომიკური პოლიტიკის გამო.

„ბუნებრივია ქათინაურს  Fich-ი ისე არ ამბობს.  რაც სახელმწიფომ ნაბიჯი გადადგა, ემსახურებოდა სწორი ეკონმიკური პოლიტიკის მართვის პრინციპს და მეტ ინკლუზიურობას.

ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი, რაც საქართველოს მთავრობამ გადადგა ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა უფრო მეტად გაძლიერებულიყო და კერძო სექტორის მხარდაჭერით უფრო მეტი წინსვლა გვეგრძნო. რეალურადაც ასე მოხდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა  ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ამ ურთულეს პირობებში, ძალიან რთული, პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით, ომით მოცულ რეგიონში. სავალუტო ფონდს ეკონომიკური ვარდნის მოლოდინი ჰქონდა გაზაფხულზე,“-აცხადებს დუნდუა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fich-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკრო ეკონომიკურმა პოლიტიკამ.