"ვვარაუდობთ, სესხების რესტრუქტურიზაციას მეორე ტალღის გადავადების ბენეფიციართა 25% მოითხოვს"
კომერციული ბანკები სესხებს აღარ გადაავადებენ. თუმცა, მოლაპარაკებები წარიმართება ინდივიდუალურად როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირების შემთხვევაში. მსესხებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს რესტრუქტურიზაციით, თუმცა ამ შემთხვევაში სტანდარტული პირობების წინაშე აღმოჩნდება.
„სესხების მეორედ გადავადება იმ ადამიანების დაახლოებით 25%-მა მოითხოვა, ვისაც სესხი ერთხელ უკვე გადავადებული ჰქონდა. ჩვენ ველოდებით, რომ ამ 25%-ის კიდევ 25% იქნება, ვინც სესხების რესტრუქტურიზაციას მოითხოვს. პანდემიის მეორე ტალღა უკვე სახეზეა და ეს აფერხებს ბიზნესებს, მაგრამ არა ისე, როგორც საკარნტინო პირობების დროს იყო. მეორე საკითხია, რა იქნება 2021 წელს და რამდენად შეძლებს ყველა სექტორი რეაბილიტირებას. ამაზე ცოტა ნაადრევია პროგნოზების გაკეთება“,- განმარტა „ბიზნესპარტნიორთან“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.