“ვალის 60%- იანი ნიშნული საგანგაშო არ არის“ -ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ვალის 60%- იანი ნიშნული საგანგაშო არ არის. ივანე მაჭავარიანმა აქვე განმარტა, რომ აუცილებელია მომავალ წლებში ვალი კიდევ არ გაიზარდოს და პირიქით, ის შემცირდეს.
“ვალი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ხშირად იყო საუბარი, რომ 5% იანი ზრდა არ არის საკმარისი. უნდა შევხედოთ ასე, 5%-იანი ზრდა იყო დაბალი დეფიციტის პირობებში, ვალის არ გაზრდის პირობებში. მიმდინარე და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების პირობებში.
გაცილებით უკეთესია ასეთი 5%-იანი ზრდა, ვიდრე იყოს 7%-იანი ზრდა, მაგრამ იყოს 5%-იანი დეფიციტი. დღეს გვაქვს გამოწვევა. მოგვიწია ნახტომისებური ასვლა 60%-ზე. არის თუ არა ეს საგანგაშო? 60%, ალბათ, არ არის საგანგაშო, თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ამ საკუთხის მიმართ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები და მგრძნობიარეები, რათა ვალი არ გაგვექცეს ზემოთ. იდეალურ შემთხვევაში კი ის თანდათან შევამციროთ 4-5 წლიან პერიოდში”,- აღნიშნა მინისტრმა.