"თუ პოპულისტური ნაბიჯები გადავდგით და გამოვეკიდეთ კურსს, ის მდგრადი არ იქნება"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცვა არა მოკლევდიან, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდებშია მნიშვნელოვანი.
„როდესაც კურსს ვუყურებთ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ის ფუნდამენტური ფაქტორებით ფორმირდება. მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მოკლევადიან პერიოდში დავიცავთ გაცვლით კურსს ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად უკან მოგვიბრუნდება კურსი იქ წავა, სადაც უნდა წავიდეს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მოდით, ნუ შევხედავთ 1 კვირიან, ან 10 დღიან პერიოდს. მოდით, შევხედოთ გრძელვადიან პერიოდს. თუ პოპულისტური ნაბიჯები გადავდგით მოკლევადიან პერიოდში და გამოვეკიდეთ კურსს და დავიცავით, ეს არც ერთ შემთხვევაში მდგრადი არ იქნება“,- განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეო კომიტეტს მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტს წარუდგინა.