ფინანსები
28/07/2020

ციფრული ბანკისთვის ნაკლები რეგულაციები და მინიმალური კაპიტალი ₾5 მლნ მოითხოვება

ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ამ მოდელის განვითარებით ცენტრალური ბანკი  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, ასევე  მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებულ, მოხერხებულ, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას. რისკების მინიმიზაციის მიზნით ეროვნული ბანკი პროცესში რეგულირების ლაბორატორიას გამოიყენებს.

ციფრული ბანკის პოტენციალზე საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" ისაუბრა.

ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ ციფრული ბანკის პოტენციალი არ არის მხოლოდ საქართველო, მისი პოტენციალია საერთაშორისო მასშტაბით გასვლა და საერთაშორისო სერვისის შეთავაზება.

მისი თქმით, ციფრული ბანკის შემთხვევაში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა კლასიკური ბანკისგან განსხვავებით 10-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 5 მლნ ლარს შეადგენს, ნაკლებია რეგულაცია, არ არის რთული გაანგარიშება და არის მიბმული პირდაპირ მიმდინარე ანგარიშებზე მოზიდული სახსრების ლიკვიდობის კოეფიციენტთან.

ალექსანდრე ძნელაძემ მაგალითად მოიყვანა, საქართველოში არსებული ერთადერთი ციფრული ბანკი „სფეისი“, რომელმაც უკვე შეძლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა.

რაც შეეხება იმას, რომ ციფრულმა ბანკმა შესაძლოა კონკურენცია გაზარდოს ბანკებისთვის, ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ კონკურენცია არასოდეს არის ცუდი და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში ისედაც ძლიერიკონკუკრენციაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023