ბიზნესი
22/12/2020

ELIZABETH - ჩანთებისა და აქსესუარების ქართულ ბრენდს საახალწლო შეთავაზებები აქვს

ქართული ბრენდი ELIZABETH–ი მომხმარებლებს განსხვავებული დიზაინის ჩანთებს და აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც მორგებულია სხვადასხვა სტილის ადამიანზე.  

„მომხმარებლის ყურადღებას ვიპყრობთ განსხვავებული სტილით, ხელმისაწვდომი ფასით, უმაღლესი ხარისხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული პროდუქტით. თავიდან გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა პანდემიამ შეამცირა.

გვაქვს საკუთარი დიზაინ-სტუდია და სამკერვალო. კომპანიას ჰყავს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომწოდებლები, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ მრავალფეროვანი მასალების არჩევანს და ხარისხის სტანდარტს," – აღნიშნავს ELIZABETH–ის დამფუძნებელი ნათია შიუკაშვილი.

საახალწლოდ ბრენდი მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე სპეციალურ ფასს და ჩანთების ახალ ექსკლუზიურ მოდელებს შესთავაზებს. პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა და როგორც ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, გაყიდვების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საგრანტო ან თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ იგეგმება.

„კომპანია ჩვეულ რეჟიმში გეგმავს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდება და ჩვენი პროდუქცია გასცდება საქართველოს ფარგლებს. ამჟამად ELIZABETH–ის პროდუქცია ონლაინ იყიდება, თუმცა იგეგმება საკუთარი სავაჭრო ობიექტის, მაღაზიის გახსნა და პრეზენტაცია," – ამბობს ნათია შიუკაშვილი.

Businesspartner