ფინანსები
25/12/2020

ციფრული ბანკი ტრადიციული ბანკების კონკურენტია - Space-ის CEO

პირველი ციფრული ბანკი Space-ის CEO ლაშა გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ციფრული ბანკი ტრადიციული ბანკების კონკურენტია.

მისი განცხადებით, ბუნებრივია ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა დიდია და ბოლოდროინდელმა სიტუაციამ კიდევ უფრო გაზარდა. ადამიანებმა მეტად აითვისეს ტექნოლოგიები, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ.

“ნეობანკები ქმნიან ახალ კატეგორიას, რომელიც დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

Space-ის არსებობის ორი წლის მანძილზე გავიჩინეთ ათიათასობით ლოიალური მომხმარებელი, რომლებიც თავად არიან მუდმივად ჩართული ჩვენი პროდუქტების განვითარებაში. მათი უკუკავშირის საფუძველზე ვგეგმავთ სიახლეებს და ვცდილობთ, იმ ერთგულებით ვუპასუხოთ, რასაც ისინი ჩვენს მიმართ იჩენენ“, -აცხადებს ლაშა გურგენიძე.

Space პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს.