თიბისიმ ლარის ანაბრის სარგებელი 11.4%-მდე გაზარდა
თიბისიმ სადეპოზოტო სარგებელი კვლავ გაზარდა. ლარში 12 თვიანი ანაბრის განაკვეთი 11.4%-მდეა მომატებული. ევროში 1% -ია; აშშ დოლარში 2.3% და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში, 1 წლიანი ანაბრის სარგებელი 0,75%-ით განისაზღვრება.
აღნიშნული პირობები მობაილ ბანკით გახსნილ ანაბრებზე ვრცელდება. ფილიალიდან განთავსების შემთხვევაში, ადგილობრივ ვალუტაში 11.3%-ია, უცხოურში (€/$/£) 0.7%,2% და 0%-ია.
თიბისიმ ოქტომბრის ცვლილებამდეც დააკორექტირა განაკვეთი, გაზარდა სავალუტო ანაბრებზე. რაც გლობალური ტრენდს უკავშირდება. ინფლაციის მოსათოკად ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ-ს ფედრეზერვი ჯერ კვლავ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებენ.
ვადიან ანაბარი ნებისმიერი ერთეულით თავსდება და ვადის ბოლომდე თანხა არ ემატება. დამატებას შესაძლებელია "ჩემ მიზანზე", რომლის სარგებელი სტანდრტული ვადიანი ანაბრის ანალოგიურია.
TBC-ში იურიდიული და ფიზიკური პირების 17 მლრდ ლარზე მეტი ანაბრებია. მ.შ. 8 მლრდ -მდე იურიდიული პირების ანაბრებია, რომლითაც TBC, 39.1%-ინი წილით №1-ია
01.09.2023 | |
აქტივები | 27,596,202,000 |
დეპოზიტები | 17,132,050,000 |
მ.შ. იურიდ.პირების | 7 868 000 000 |
მ.შ. ფიზ. პირების | 9,264,329,000 |
გადახდილი %-ბი | 542,533,000 |
წყარო: კომერციული ბანკი (IFRS-ით) ₾