ფინანსები
27/02/2023

"სულ რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი“ - რას უტოვებს კობა გვენეტაძე სებ-ის მომავალ პრეზიდენტს

ვამთავრებ ჩემს მუშაობას ამ პოზიციაზე. საერთოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მუშაობა არ არის ხოლმე ადვილი, თუმცა, შეიძლება ითქვას რომ ბოლო 7 წელიწადი გამორჩეული იყო სხვადასხვა მოვლენებით, რომლებიც საკმაოდ ბევრ გამოწვევებს ქმნიდა“, - ასე შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ამ პოზიციაზე თავისი 7 წლიანი საქმიანობა.

იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო და როგორ გადააბარებს მის შემცვლელს ეროვნულ ბანკს, კობა გვენეტაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„სულ რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფდი ძალიან მოკლედ, ეს არის: კიდევ უფრო სტაბილური ფინანსური სექტორი, ასევე ეს არის - გაცილებით მაღალი კომუნიკაცია, რაც ეხმარება ცენტრალურ ბანკს თავისი პოლიტიკის გატარებაში, გარდა ამისა, ეს არის - შემცირებული დოლარიზაცია, რაც ნიშნავს ქვეყნისთვის შემცირებულ ფინანსურ რისკებს. გამოვყოფდი ასევე ორიენტაციას ფინანსურ განათლებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, რომელიც ძალიან წინ წავწიეთ და კიდევ უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა.

ამასთან, გვაქვს ისტორიულად მაღალი საერთაშორისო მთლიანი რეზერვები. რაც შეეხება ინფლაციას, სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ის უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი მიზნობრივი ინფლაციაა, თუმცა, მას უკვე აქვს დაღმასვლის ტენდენცია და იმედია, ეს ასევე გაგრძელდება.

ბოლოს ვიტყოდი, რომ გვაქვს ჩვენი ეროვნული ბანკის ძალიან მაღალი რეპუტაცია, მისი პრესტიჟი საერთაშორისო პარტნიორებთან,  სარეიტინგო სააგენტოებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რადგან ეროვნული ბანკი არის ის ორგანიზაცია, რომელიც მუდამ იღებს არაპოპულარულ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც როგორც სახელისუფლებო, ისე ბიზნეს და დიპლომატიური სექტორი მედიასთან ერთად დაესწრო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022