ფინანსები
30/06/2023

შეღავათით "სვის კაპიტალის" ყველა მსესხებელი ვერ ისარგებლებს

მ/ო "სვის კაპიტალი" პორტირების აქციას აგრძელებს, რომლის ფარგლებში ავტოსესხს შეღავათიანი პირობებით გასცემს. ავტოსალომბარდე სესხს 4 თვიანი საშეღავათო პერიოდი აქვს და აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელი მხოლოდ პროცენტს ისტუმრებს.

ავტოსესხი (თვიური განაკვეთი 2.5-3,5%, წლიური 31-41% (ეფექტური 50%-მდე) 6 წლამდე ვადით გაიცემა. შეღავათიანი პირობები 5 000 ლარიდან კრედიტებზე ვრცელდება. 10 000 ლარიდან კი მსესხებელი საგირავნო და სამართლებრივი ხარჯებისგანაც თავისუფლდება. ამ მომსახურებების საკომისიო 380 ლარია.

"სვის კაპიტალს" აქვს ავტოლიზინგიც, სადაც მსესხებელს 40-30%-იანი თანამონაწილეობა მოეთხოვება. მაქსიმალური დაფინანსება 80%-ია.

მისოს პორტფელი მოიცავს ასევე სამომხმარებლო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. იპოთეკა 10 წლამდე ვადით გაიცემა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრობანკობის პრეტენდენტ მსხვილპორტფელიანი მისოების სამუელშია (I - კრისტალი; II - რიკო), სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებაზე ჯერ არ უთქვამს.

"სვის კაპიტალის" პორტფელი წლიურად 27%-ით გაზრდილია.

სვის კაპიტალი Q1/2023    Q1/2022   
აქტივები  185,441,380 144,914,000
სესხები 173,O57,410 136,019,875
წმინდა სა% შემოსავალი     9,703,100 8,035,570 
მ.შ ლომბარდიდან      1,606,280 1,516,960
მ.შ ჯარიმა/საურავ -დან     1,173,250 870,073
წმინდა მოგება     3,514,780 3,326,267
           

წყარო: მისო