
"რიკო","კრისტალი","ემბისი"- რომელი ტოვებს მისოების ბაზარს
დაკრედიტების შენელება მიკროსაფინანსო ბაზარზე ნაკლებად იგრძნობა. 01.01.2023 – ისთვის მიკროსაფინანსო ორგანიაციების (მისო) მთლიანი სასესხო პორტფელი (36 მისოს) 1.574 მლრდ ლარია, წლიური (Y.Y) ზრდა 15.5%-ს აღემატება. შარშან 15%-მდე (Y.Y) იყო.
ერთნახევარი მილიარდის საკრედიტო დაბანდებაში 1 მილიარდი 3 მისოს ჯამური წილია, რომელთაგან "რიკო" მიკრობანკად გარდაქმნას და საბანკო ბაზარზე შესვლას არ აპირებს.
მთავარი მოთხოვნა ბიზნესის დაფინანსებაა. "რიკო ექსპრესის" სასესხო შემოსავლების 90%-ზე მეტი კი ლომბარდზე მოდის. მსხვილაქტივებიანი სხვა მისოებისგან განსხვავებით, რომელთა სასესხო პორტფელი დივერსიფიცირებულია, მ.შ. MBC -ის (მიკრო ბიზნეს კაპიტალი), "ლაზიკა კაპიტალის" და "ქართული კრედიტის".
ბაზრის (36 მისოს) საპროცენტო შემოსავლები, სულ, 372 მლნ ლარია (L/Y – ₾324.5 -მლნ: + 14.6%Y.Y).
TOP-4 სესხებით და შემოსავლებით
სესხები ₾ |
შემოსავლები |
||
1 |
შპს. მისო "რიკო ექსპრესი" |
425,993,400 |
86 755 400 |
2 |
სს. მისო "კრისტალი" |
400,845,555 |
85 346 074 |
3 |
სს. მისო "სვის კაპიტალი" |
169,276,422 |
48 941 000 |
4 |
სს. მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" |
90,353,305 |
23 136 000 |
წყარო: სებ-ი და მისოები