ბანკების ბიზნესესხების პორტფელში იპოთეკური სესხების წილი, რომელიც სტაბილურად მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა, შემცირდა.
სებ-ის ოქტომბრის (გამოქვეყნების თვე) ანალიტიკური ცხრილების მიხედვით, სექტემბრის მდგომარეობით (01.09.2023) 20.9%-მდეა შემცირებული. წლის დასაწყისში 22%-ს აღწევდა.
საცალო დაკრეტება კვლავ მზარდია, მ.შ. სამომხმარებლო სესხეის წილი 18.4%-მდეა გაზრდილი. სოფლის მეურნეობის მიმართულებას ბანკების ნაკლებად აფინანსებენ, რადგან რისკიან სეგმენტაად მიიჩნევა შესაბამისად, აგრარული სექტორის დაკრედიტების წილი მცირეა, 2.4%.
სამომხმარებლო სესხები წლის დასაწყისიდან 1.3%პ -ით, 18.4%-მდეა გაზრდილია.
სებ-ი მაკროეკონომიკურ და საფინანსო სექტორის ყოველთვიურ მიმოხილვას, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, განაგრძობს.
ოქტომბრის გამოშვებაში მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიით განახლდა, რასაც დაეყრდნობა მომდევნო განახლებებიც (შემდგომი განახლება 20 ნოემბერი).