ფინანსები
29/09/2021

სებ–ი უმოქმედო სესხების შემცირებას ელის

ბუნებრივია, რომ კრიზისთან ერთად ეკონომიკაში სესხის მომსახურების ტვირთი გაიზარდა, შემცირდა დასაქემბა, ზოგიერთ სექტორში ხელფასები, ხოლო ლარის ასევე დოლარის სესხების მომსახურება გართულდა.- ასე უპასუხა „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას უმოქმედო სესხებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი აისახა, რესტრუტქტურიზაციებზე და უმოქმედო სესხების ზრდაზე.

“2021 წლის მარტისთვის უმოქმედო სესხების დონემ მთლიანი პორტფელის 8.5%-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი, დღეის მდგომარეობით 2%-ით არის შემცირებული.

საბაზისო სცენარის მიხედვით, გაუმჯობესება გაგრძელდება, თუმცა პანდემიის რისკები კვლავ არსებობს და ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში არ არის გამორიცხული უმოქმედო სესხები კვლავ გაიზრდოს.“– აღნიშნავს, პაპუნა ლეჟავა.