სებ: უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები სწრაფად იზრდება, რაც ხელს უშლის მონეტარული პოლიტიკის მუშაობას
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, იმისათვის რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზარდოს, სებ–ი ამიტომ ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
ამასთან, გარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა, ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტებიც, რაც დაკრედიტების ზრდის ტემზე ახდენს გავლენას.
“უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, რაც ხელს უშლის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მუშაობას, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებით თუ იქნება რამის გაკეთება აუცილებელი.
ამავე დროს, ფისკალური კონსოლიდაციაც დაგეგმილია, ბიუჯეტის დეფიცის კვლავ შემცირება, ასე რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია შიდა და გლობალურ ფაქტორებზე. დღევანდელი გათვლებით, ველოდებით, რომ მარტის თვიდან შემდეგი წლის ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.”- აღნიშნავს, კობა გვენეტაძე.