ფინანსები
02/11/2023

სებ-ში ბანკებით უკმაყოფილო მომხმარებელთა განაცხადები გაიზარდა

სებ-ში სექტემბრის განმავლობაში კომერციულ ბანკების მომხმარებელთა 2 222 პრეტენზია შევიდა. აგვისტოში გაცხადებულზე 36%-ით მეტი.

შარშანდელთან შედარებით კი ბანკის კლიენტების ჩივილები რეგულატორთან 46%-ით გაზრდილია..

სებ-ის სტატისტიკით,  მომხმარებელის ყველაზე მეტი, მთლიანი პრეტენზიების 40% მიმდინარე ანგარიშს/სადებეტო ბარათების მომსახურებას უკავშიერდება. II პოზიციაზე სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებული პრეტენზიებია.

პრეტენზიების რაოდენობა სერვისების მიხედვით: /09/2023/

მომსახურება  რაოდენობა 
ხელშეკრულება 763
ტრანზაქცია  739
ადმინისტრაციული 305
ვადაგადაცილება 80
შეცდომაში შეყვანა 75
საკომისიო 64
სა% შენატანი 36
  ერთეული

წყარო: კომერციული ბანკი

სექტემბრის 2 222 პრეტენზიიდან 905 უსაფუძვლოდ კვალიფიცირდა, 501-ს მომჩივანი კლიენტის მომსახურე ბანკი შეისაწვლის და რეაგირებაც მოყვება. 

კომერციულ ბანკებში ამ დროისთვის 811 პრეტენზიაა განხილვის პროცესში. დასრულებულ 5 პროცესზე, საფუძვლიანად მიჩნეულზე  პრობლემა ჯერ არ არის აღმოფხვრილი.