ფინანსები
22/12/2020
სებ-ის პრეზიდენტი: მაღალი დოლარიზაცია მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას არ იძლევა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე განმარტავს, რატომ არ აქვს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება საფინანსო ინსტიტუტების მარეგულირებელს.
„როდესაც გამოჩნდა, რომ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან წნეხი ძლიერი იყო, მონეტარული პოლიტიკის შერბილება შევაჩერეთ. პროცესს ვაკვირდებოდით და შემდგომ გადაწყვეტილებასაც განვითარებული მოვლენების შესაბამისად მივიღებდით. ამ ყველაფერში თავის უარყოფით როლს მაღალი დოლარიზაციაც თამაშობს. ამ ეტაპზე სწორედ მაღალი დოლარიზაცია არ იძლევა მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას“,- თქვა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეო კომიტეტს მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტს წარუდგენს.