ფინანსები
02/02/2021

სასკოლო განათლების ხარისხი უნდა ამაღლდეს - არჩილ გაჩეჩილაძე

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც მან გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“ განაცხადა, საჭიროა გაიზარდოს განათლების ხარისხი და პირველ რიგში ეს სასკოლო განათლების დონეზე უნდა მოხდეს.

გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევებია.

„ამასთან ერთად, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება გააკეთო სულ რამდენიმე წლის განმავლობაში. ბანკები დღეს ბევრად უფრო ტექნოლოგიური კომპანიები არიან, ვიდრე გარედან ჩანს.

თუ სადმე მატებაა დასაქმებული ადამიანების, ესენი ძირითადად არიან პროგრამისტები, სხვადასხვა ტიპის ციფრული სპეციალისტები და ა.შ. ეს ყველაფერი არის თანამედროვე ეკონომიკის მახასიათებლები. ამასთან ერთად, ჩვენ ვერ გამოვიწვევთ თანამედროვე ეკონომიკის ტექბუმს თუ ეკოსისტემა არ შეიქმნა, თუ ბევრი სხვადასხვა კომპანია არ შეიქმნა,რომელიც სხვადასხვა სფეროში ასეთ შეთავაზებებს შექმნის. ამიტომ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. დავინახეთ, რომ ამისთვის  მარტო  კარგი პროგრამისტობა არ კმარა, ასევე არ კმარა კარგი დიზაინერობა, საჭიროა, რომ არსებობდეს  ვიღაც, რომელიც ასეთი ტიპის ბიზნესებს ეტყვის იმას, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწრაფად გაიზარდოს. ამაში ყველაზე მაგრები არიან კალიფორნიელები, აქსელერატორები. GIT-ასთან ერთად პარტნიორობით ჩამოვიყვანეთ ეს ხალხი. ეს არის ენერგია, ცოდნა,  ყველაზე კარგი ადგილიდან“-აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს ბანკის პორტფელში სტარტაპებს 0.1%-ი უჭირავს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023