ფინანსები
20/07/2023

სამომხმარებლო სესხები მაინც იზრდება

ბანკების პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სებ-ის 2023  წლის ივლისის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, მრეწველობის დაკრედიტების წილი 5.6%-მდეა შემცირებული (2023M01-6.0%). სებ-ის სტატისტიკით, წლის დასაწყისიდან 1%პ-მდე კლებაა.

მშენებლობის სექტორის პოზიცია შენარჩუნებულია. წელი 6.1%-ით დაიწყო და წილი არ შემცირებულა. 

სამომხმარებლო დაკრედიტების წილი გაზრდილია,18.2%-მდე (2023M01-17,1%). როგორც ცნობილია, სებ-მა საცალო სესხების მოსათოკი რეგულაციები რამდენიმე ეტაპად შემოტანა, მოთხოვნის შემცირებისთვის, ინფლაციის მოთოკვის მიზნით.

ამასთან ფსკ-ს ბოლო სხდომაზე, სექტორს ურჩიეს, სესხის გაცემისას, შემოსავალში იჯარის შეტანისას, ქირის ფასის შესაძლო მერყეობა გაითვალისწინონ. ბოლო რეგულაციით კი სებ-მა სესხის საშეღავათო პერიოდიც შეზღუდა. 

შეღავათიანად არ მიიჩნევა პერიოდი, თუ მისი გასვლის შემდეგ მსესხებლის ტვირთი მძიმდება. 

 

 

Businesspartner