ფინანსები
07/07/2023

სებ-ს სესხის საშეღავათო პერიოდის პარამეტრები შემოაქვს

კომერციული ბანკს, ასევე სესხის გამცემ სხვა სუბიექტებს (მიკრობანკი, სგს, სკ, მისო, psp) საშეღავათო პერიოდის კვოტა განესაზღვრა. 

შეღავათიანად არ მიიჩნევა პერიოდი, თუ მისი გასვლის შემდეგ მსესხებლის ტვირთი მძიმდება. რაც დიდმა ბანკმა, მიკრობანკმა, მისომ და სესხის გამცემმა სხვა ორგანიაზაციებმა პროდუქტის დადიზაინერებისას უნდა გაითვალისწინონ.

შეღავათიანი პერიოდის (6 თვიანი იქნება ის თუ 3) თვის შენატანი, არასაშეღავათო ვადაში გადახდილ ულუფაზე >5%-ით ნაკლები არ უნდა იყოს.

მაგ: თუ ბანკს საკრედიტო ბარათის შეთავაზება აქვს 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით, სხვა ბანკის ვალდებულების დაფარვის პირობით: დაუშვათ ₾ 2 000 ლიმიტით და ათვისებული თანხის 5% -იანი დაფარვის დათქმით. მომხმარებელი სხვა ბანკის ვალდებულებას ისტუმრებს (მთლიანად/ან ნაწილობრივ) და 6 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ ახლად აღებულ სესხის ვალს ₾ 1 400 -მდე შეიმცირებს. შემდეგ განაგრძობს სტანდარტული პირობით დაფარვას და ყოველ თვე ათვისებული თანხის 8% -ის გადახდა უწევს ანუ 12 ლარით მეტის.

მსგავსი პროდუქტით რეალური შეღავათის მიმღები ალბათ ცოტა. თავის ბანკზე განაწყენებული კლიენტი ან მსესხებლის ის კატეგორია, რომელიც საშეღავათო თვეებში მეტობით შეტანით, ვალს სრულად დაფარავს და პროცენტიც აღარ დაერიცხება.

საცალო დაკრედიტების დებულებაში ცვლილების ბრძანებას, რომელიც საშეღავათო პერიოდს აზუსტებს და კრედიტორების ნუსხაში მიკრობანკი შეყავს, ხელს სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აწერს.

 

Businesspartner