ფინანსები
07/09/2021

საქართველოს სავალუტო რეზერვები $4.117 მლრდ-ს აღწევს

სავალუტო ფონდისგან მიღებული სარეზერვო აქტივების წყალობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სებ-ის მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით რეზერვები 244 მლნ დოლარით 4.117 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, ზრდაა წლიურ ჭრილში 185 მლნ დოლარით.

მთლიანი რეზერვებიდან უცხოური ვალუტის რეზერვები $3.626 მლრდ-ია.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ IMF-ისგან $286 მლნ-ის (202მლნ SDR) სარეზერვო აქტივი მიიღო. სებ-ი განმარტავს, რომ ეს ოპერაცია ზრდის ქვეყნის მთლიან საერთაშორისო რეზერვებს და კრიზისის წინააღმდეგ ფინანსურად უფრო მდგრადს ხდის. 

პანდემიის ფონზე სებ-ს საერთაშორისო რეზერვების აქტიური ხარჯვა უწევს. წლის დასაწყისიდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 273 მლნ დოლარი გაყიდა. 

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, სებ-მა 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.