საქართველოს ბანკის და LEAF-ის ინიციატივა - ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი სასტიპენდიო ინიციატივები იკავებს.
უკვე 10 წელია, საქართველოს ბანკი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად სამ გამარჯვებულს ავლენს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის და ცხოვრების ხარჯებს 100%-ით უფინანსებს.
იმ კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში მაგისტრატურაზე სურთ, განათლების ცენტრი LEAF-ი და საქართველოს ბანკი ჩივნინგის საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 5 საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა და მათ 500-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსის პირობების, აპლიკაციის შევსების, საჭირო დოკუმენტების შესახებ. ასევე, რეკომენდაციები და რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაცია და გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები.
ამასთან, საკონსულტაციო შეხვედრებში გასული წლების Chevening-ის პროგრამის გამარჯვებული საქართველოს ბანკის სტიპენდიატებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც მონაწილეებს აპლიკაციის შევსების პროცესში მიღებულ გამოცდილებას და რეკომენდაციებს უზიარებდნენ.
"საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კი ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა იკავებს. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 26 ახალგაზრდა გახდა ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის გამარჯვებული და გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში განათლების მისაღებად.
LEAF-თან თანამშრომლობით გამართული საკონსულტაციო შეხვედრები, ვიმედოვნებთ, რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, უფრო ეფექტურად შეავსონ აპლიკაციები, მიიღონ მათთვის სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, რაც დაეხმარება თითოეულ მათგანს, გაზარდონ საკუთარი წარმატების შესაძლებლობები, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და გაემგზავრონ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობა არაერთ პროექტს ითვლის, რომელთა მიზანი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში კი ჩატარდა საერთაშორისო განათლების გამოფენა, რომელსაც 2000-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ინფორმაციისთვის, Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება.
მონაწილეობის მისაღებად ეწვიე ვებგვერდს− www.chevening.org/georgia/