ფინანსები
01/11/2021
საქართველომ ვაქცინის შეძენაზე ₾150 მლნ-მდე დახარჯა
2021 წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის დახარჯულია 150 მლნ ლარამდე. საანაგრიშო პერიოდში შესყიდულია 4.5 მლნ დოზა ვაქცინა, ხოლო ფიზიკურად ქვეყანაში შემოვიდა 3.5 მლნ დოზა ვაქცინა, მათ შორის 723 000 დონაციის სახით. ამის შესახებ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვაში წერია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა.
გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების წახალისება, ლატარიის "აიცერი და მოიგე" გათამაშების დაფინანსება. დოკუმენტის თანახმად, ამ ღონისძიებების დასაფინანსებლად მიმართულია 848 ათასი ლარი.