სადაზღვევო ბაზარზე "ჯიპიაი ჰოლდინგი“ ლიდერობს
2020 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (76.46 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (54.15 მლნ.ლარი), „იმედი L“ (45.74 მლნ. ლარი) და „თიბისი“ (44.29 მლნ. ლარი).
მეხუთე ადგილზეა „არდი“ (32.80 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე იმედი L“ 58.74 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ადგილს 56.62 მლნ ლარით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ იკავებდა, 51.26 მლნ ლარით მესამე ადგილზე სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ იყო, მეოთხე ადგილზე 39.29 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევა“, მეხუთე ადგილზე კი 29.52 მლნ ლარით „არდი“ პოზიციონერობდა.
2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 89,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 29,2 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 273,9 მილიონ ლარს.
2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას,ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.