პატრიკ სვეინი BGEO GROUP-ის საქმეზე: ბრძოლა ინგლისის სასამართლოებში გამარჯვებით დასრულდა
ფრეშფილდსის პარტნიორის, პატრიკ სვეინი მიესალმება ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “საქართველოს ბანკის ჯგუფსა” და რომან ფიფიას შორის სასამართლო დავასთან დაკავშირებით.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენმა კლიენტმა, რომელსაც სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებთან გამკლავება მოუწია ინგლისის სასამართლოებში, გადამწყვეტი გამარჯვებით დაასრულა ეს ბრძოლა. ბატონმა ფიფიამ გადაწყვიტა, რომ სარჩელი შეეტანა ინგლისის სასამართლოებში. ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო მომენტში, იგი მიხვდა საკუთარი პოზიციის სისუსტეს და, როგორც სასამართლომ დაადგინა, გადაწყვიტა, რომ არ დამორჩილებოდა სასამართლოს ბრძანებებს და ამის ნაცვლად, გადაევადებინა მისი გარდაუვალი განკითხვის დღე. გადაწყვეტილება დროული შეხსენებაა იმისა, რომ მოდავეები, რომლებიც ირჩევენ საკუთარი მოთხოვნების ინგლისის სასამართლოების წინაშე განხილვას, ვალდებული არიან დაიცვან ინგლისის სასამართლოების წესები. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავაგრძელებთ BGEO Group Limited-ის მხარდაჭერას დავის ხარჯებთან დაკავშირებით მის მიმდინარე მოთხოვნებზე ბატონი ფიფიას მიმართ,“ - განმარტავს პატრიკ სვეინი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლოს გადაწყვეტილებით რომან ფიფიასა და “საქართველოს ბანკის ჯგუფს” "რუსთავის აზოტთან" დაკავშირებული სასამართლო დავა BGEO Group Limited-ის სასარგებლოდ დასრულდა.