ფინანსები
19/07/2023

MyCoins-მა სებ-ში განაცხადი შეიტანა

MyCoins-მა სებ-ში განაცხადი შეიტანა და სარეგისტრაციო მოსაკრებელიც (₾5 000) გადიხადა.

კრიპტოვალუტით მოვაჭრეების VASPs-ად (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი) რეგისტრაცია სებ-მა გამოაცხადა. სებ-ის რეგულაცია პირველ, 1-წლიან ეტაპზე მხოლოდ  ფულის გათეთრების კანონმდებლობის (AML/CFT) მოთხოვნებს მოიცავს. 

სებ-ის ინფორმაციით, კრიპტოაქტივების სავაჭრო პლატფორმის სებ-ის ზედამხდეველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას ემსახურება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეგისტრაცია ყველა კრიპტოპლატფორმის არჩევანი არ იქნება.

ბაზარზე ელექტრონული ფულით მოვაჭრეების ნაწილი დაურეგისტრირებელი დარჩება, რომლებსაც შემოსავლების სამსახური ისედაც უწევს ზედამხედველობას.

თუმცა ამ დროისთვის რამდენიმემილიარდიანი ბაზრის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია.

პროვაიდერების ნაწილი ელექტრონულ საფულესთან დაკავშირებული კომპანიაა. მათზე სებ-ის ვალდებულება VASPs-მდე გავრცელდა და ამ დროისთვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (PSP) სებ-ში უკვე არიან რეგისტრირებულები

mycoins-ის დირექტორის ნიკა ყოლბაიას თქმით, ვალდებულება მისაღებია, რადგან ბაზრის და კლიენტის დაცულობა მის ინტერესშიც შედის. ამასთან აღნიშნა, რომ მომხმარებლის დაცულობის ხარისხი მაღალია, მშობელი კომპანიის (PSP eMoney ) მხრიდან.

მისივე თქმით, სებ-ი MyCoins-ს განაცხადის შეტანიდან 1 თვიან ვადაში შეატყობინებს, აღნიშნული ეტაპისთვის აკმაყოფილებს თუ არა მისი დოკუმენტაცია სებ-ის მოთხოვნებს.  და რეგისტრაციის პროცედურას გააგრძელებს, ან შეწყვეტს.

პროგრამული უზრუნველყოფის, ანგარიშგების სისტემის და სხვა AML/CFT ვალდებულებების შესასრულებლად VASP-ს რეგისტრაციიდან 6 თვიანი ვადა ეძლევა. 

პროვაიდერობის ინტერესი 10-ზე მეტ კომპანიას აქვს გამოთქმული. თუმცა ამ დროისთვის სებ-ი VASPs -ად დარეგისტრირების 2 მსურველის განაცხადია (განაცხადების მიღება 1 ივლისს დაიწყო) 

> გაიგე მეტი  

https://business-partner.ge/finansebi/emoney-s-100-000-laramde-jarima-daekisra

 

Businesspartner