ფინანსები
06/06/2023

eMoney-ს 100 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა

სებ-მა eMoney  დააჯარიმა, მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომელიც გადახდების სერვისებთან ერთად კრიპტივალუტების სავაჭრო პლატფორმითაც mycoins არის წარმოდგენილი.

სებ-მა სმპ (საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) 93 000 ლარით AML/CFT კანონმდებლობის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ დარღვევისთვის დააჯარიმა.

ასევე იგნორირებულია  „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების" მოთხოვნები 4 კლიენტთან მიმართებაში. რისკის მინიჭებისას სმპ-მ არ იხელმძღვანელა სებ-ის სამართლებრივი აქტით, დარღვეულია შიდა კონტროლის პროცედურები.

დარღვეულია AML  კანონის 25-ე მუხლი, ანგარიშგების ნაწილში. „ანგარიშვალდებული პირის გარიგების თაობაზე" 3 კლიენტთან მიმართებით, საეჭვო გარიგებებზე არ არის ინფორმირებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

eMoney 16 წელია ბაზარე ოპერირებს და 2 მლნ -ზე მეტი კლიენტი ჰყავს. ემსახურება სხვადასხვა გადახდებს, მ.შ. კომუნალურს, საბანკოს. აქვს აზარტული საფულე, ფსონებისთვის და ასევე განაღდებისთვის. შესაძლებელია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა.

სმპ ემსახურება როგორც ფიზიკურ  ასევე ელექტრონული ვალუტის ტრანზაქციებს. eMoney-ს კრიპტოსაფულეში 13 ვალუტაა, მ.შ. ბოლო დამატებულ ვივაზე, ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო ვაჭრობა შეჩერებულია. 

eMoney-ს შეთავაზებაშია სესხიც, თუმცა მხოლოდ კრიპტოვალუტაში და მინიმალური მოთხოვნა 200 ტეზერია, რაც მიმდინარე კურსით USD $200-ის შესატყვისია. 

კრიპტოვალუტით უზრუნველყოფილი სესხის მოცულობა გირაოს 1/2-ით განისაზღვრება და 14-დან 90 დღემდე ვადიანობით გაიცემა.

თუ მაგ: პოტენციურ მსესხებელს 200 ბიტკოინი აქვს, რომლის ღირებულება, მიმდინარე კურსით (1-26 570) $5  მლნ -ს აღემატება, მაშინ ხელმისაწვდომი სესხი $2.5 მლნ -ს ფარგლებში გამოდის. 

 

Businesspartner