ფინანსები
04/10/2021

მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურისა და ჰაწვალის საბაგიროსთვის ₾120 მლნ-ია გათვალისწინებული 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მთის კურორტების განვითარებისთვის 120 მლნ ლარი გამოიყო. 

პროექტის თანახმად, თანხები გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის. 

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ოგრანოშია უკვე ინიცირებული, რომელსაც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებენ. 

ინფორმაციისთვის, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.