ფინანსები
27/02/2023

მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს - დეგნანი გვენეტაძეს აფასებს

„ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა იყოს ამაყი, რომ მას ჰყავდა ასეთი პროფესიონალი და გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა“, - ასე შეაფასა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 7 წლიანი საქმიანობა.

მისი თქმით, გვენეტაძე მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები აქ და აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. აშშ ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მან შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი. იგი მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესით.

დღევანდელ დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალი ბრძანდება ბატონი გვენეტაძე და როგორ ეფექტურად მართავდა 7 წლის განმავლობაში ბანკს, რის შედეგადაც საქართველოში მივიღეთ ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რასაც ექნება ხანგრძლივი ეფექტი.

მათ შორის, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. გვენეტაძის საქმიანობა იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განმარტა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, დღეს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც როგორც სახელისუფლებო, ისე ბიზნეს და დიპლომატიური სექტორი მედიასთან ერთად დაესწრო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022