
MBC 2024-ის ბიუჯეტს განიხილავს
MBC აქციონერებისგან B კლასის 210 ცალ აქციას გამოისყიდის (ერთეულის ფასი - ₾2 631) გააუქმებს და შესაბამისად B კლასის პრივილეგირებული აქციების განთავსებულ კაპიტალს 552 510 ლარით შეამცირებს. გადაწყვეტილება 210-ის ნაცვლად 180-ზე შედგა. 552 510 კორექტირდა და განისაზღვრა 473 580 ლარით. დარჩენილი აქციების რაოდენობა კი 3 209 820 ლარით.
მიღებული თანხა კი აქციონერებმა მისოს სუბორდინირებული სესხის სახით უნდა გადასცენ.
ამ ტრანზაქციის სებ-თან შეთანხმების თაობაზე აღნიშნულია, წლიურ კრებაზე აქციონერთა მოსაწვევში, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
კრებაზე მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვებისა და დივიდენდების საკითხებია გატანილი.
განსახილველ 9 საკითხს შორისაა 2022-ის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის, ასევე
სამეთვალყურეო საბჭოს ბიუჯეტის დამტკიცება (პერიოდი: 01/01/2024-31/01/2024).
როგორც ცნობილია მისო სს MBC (მ/ო მიკრობიზნესკაპიტალი), რომელიც მიკრობანკად უნდა ტრანსფორმირდეს, ოპერირების წესებზე ზედამხედველთან მუდმივ კონსულტაციაშია.
სებ-მა ბაზრის რამდენიმე შენიშვნა/მოთხოვნა გაითვალისწინა. მ.შ.ანგარიშგების, ასევე კაპიტალის ელემენტების ნაწილში.
სუბორდინირებულ სესხზე 1 მილიონიანმა ზღვარმა დაიწია.