მიკრობანკმა ფული მთავრობასაც უნდა ასესხოს
მიკროსაფინანსო ბაზარი მოლოდინის რეჟიმს დაუბრუნდა. 2 წლიანი ლოდინის შემდეგ ირკვევა, რომ მ/ო ბაზრიდან გასვლის შემდეგ, მიკრობანკად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ შორია. შუაში აღმოჩნდნენ, - როგორც გია პეტრიაშვილმა განაცხადა.
ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის მ/ო ემბისის (MBC) დირექტორი და აქციონერი მიკრობანკობის მთავარი შესაძლებლობის, სასესხო განაკვეთების შემცირების პერსპექტივას კიდევ 2 წლის განმავლობაში ვერ ხედავს.
მისი თმით, ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, მიკრობანკებს ბანკთან გათანაბრებული რეგულაციები უდგება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა კი რთულდება.
სებ-ის მოთხოვნებით, მიკრობანკს სამეთვალყურეო საბჭოს 6-7 წევრამდე გაზრდა ევალება. ამასთან 33% უნდა დაკომპლექტდეს ქალბატონებით. ასევე შემოდის ანაზღაურების ვალდებულება. საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის დამოუკიდებელი, ასევე აქციონერი წევრი, უნდა იყოს ანაზღაურებული.
მიკრობანკობის მსურველ 3 მისოს (კრისტალი, MBC, ლაზიკა კაპიტალი) სებ-ისთვის შეთავაზებული აქვს რამდენიმე ჩასწორება, მათ შორის ერთ-ერთია აქციონერი წევრისადმი უზრუნველყოფის მოთხოვნის შემსუბუქება.
ასევე კაპიტალის ელემენტის მილიონიანი ზღვრის მოხსნა, რაც 1 მლნ -მდე სუბორდინირებული სესხის მოზიდვას ზღუდავს. ასევე შეზღუდვა შემოდის პრივილეგირებული აქციების ნომინალში.
მიკრობანკად გარდაქმნის მთავარი ხიბლი იყო იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ანუ კომერციული ბანკის შუამავლობის გარეშე სებ-ში რეფინანსირების სესხის აღება, თუმცა ამ ნაწილშიც მთელი რიგი მოთხოვნებია შესასრულებელი. მიკრობანკს ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებიც უნდა ჰქონდეს, მათ შორის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.