ფინანსები
24/10/2022

მანქანის პირველადი რეგისტრაციის საფასური თითქმის სამმაგდება

ავტოსატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციის საფასური თითქმის სამმაგდება. ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონში შედის. 

კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 35 ლარის ნაცვლად 100 ლარით განისაზღვრება. 

იზრდება ასევე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის საფასური. პროექტის მიხედვით, ერთი წყვილი ნომრის გაცემის საფასური 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება. ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება. 

პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს. 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ცვლილება გამოწივია საქართველოში ავტოპარკის ზრდის ფონზე მომსახურების სააგენტოსთვის გაზრდილმა ხარჯებმა. 

"სტატისტიკურად, 2010 წელს დაახლოებით 730 000 მანქანა იყო რეგისტრირებული, დღეს არის 1 მლნ 600 000. რაოდენობა კატასტროფულად არის გაზრდილი. შესაბამისად, ხარჯი, მათ შორის საპატრულო პოლიციის, რომელიც საგზაო უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ ხარჯის ნაწილი ფინანსდება მომსახურების სააგენტოდან", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

როგორც კანონპროექტის განმარტებით პარათში წერია, კანონპროექტით მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურების კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს. მოსალოდნელი შემოსავალია დაახლოებით 40 მლნ. ლარი, რაც მოხმარდება, როგორც უშუალოდ მომსახურების სააგენტოს, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეფექტიანად ფუნქცონირებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას. 

იმ შემთხვევაში თუ, პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საფასური 2023 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება. 

კანონში შესატანი ცვლილების ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი ფინანსთა სამინისტრო. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022