ფინანსები
10/08/2020

ლონდონის საფონდო ბირჟიდან GHG-ის დელისტინგი ტაქტიკური სვლაა - ნიკოლოზ გამყრელიძე

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან დელისტინგის მიზეზებს განმარტავს.

ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ეს კომპანიის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო. „ეს იყო უფრო ტაქტიკური გადაწყვეტილება იმიტომ, რომ გლობალურად მაკროეკონომიკური ცვლილებების გამო ორივე კომპანია - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი და საქართველოს კაპიტალი დაპატარავდა და შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი თვითონაც ნაკლებად ლიკვიდური იყო.

გადავწყვიტეთ, რომ ორი კომპანიიდან ერთი უფრო დიდი და ლიკვიდური შეგვექმნა. ამ ფაქტს აქციონერებიც დადებითად შეხვდნენ იქიდან გამომდინარე, რომ 97%-მა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. საფონდო ბირჟა კაპიტალთან შედარებით მარტივი წვდომის საშუალებას გვაძლევს. ეს საშუალება კვლავ რჩება საქართველოს კაპიტალის ფარგლებში . ეს იქნება უფრო მსხვილი კომპანია, რომელსაც ინვესტორები სიდიდიდან გამომდინარე უფრო აქტიურად შეხედავენ და მასში ფულსაც აქტიურად ჩადებენ“,- განმარტა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი ელისა და ფარმაცევტული ქსელების მფლობელმა  „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა.  კომპანიის დელისტინგი გასულ კვირას შევიდა ძალაში.  ჯგუფის 100% მისმა მაჟორიტარმა აქციონერმა "ჯორჯია ქეფითალმა"  გამოისყიდა სპეციალური შეთავაზებით, კერძოდ ჯანდაცვის ჯგუფის  აქციონერებმა ყოველი 5 აქციის სანაცვლოდ "ჯორჯია ქეფითალის" 1 აქცია მიიღეს.  კომპანიალონდონის საფონდო ბირჟაზეპრემიუმ კატეგორიაში 2015 წელს დაილისტა და ინვესტორებისგან 100 მილიონი დოლარიც მოიზიდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023