ლარის კურსის ისტორიული მინიმუმი - BLOOMBERG-ზე 1 დოლარი 3.4475 ლარად ივაჭრება
ეროვნული ვალუტა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ისტორიულ მინიმუმზეა. 5 წლის განმავლობაში ლარის კურსის მსგავსი გაუფასურება არ დაფიქსირებულა.
დილიდან ვაჭრობა $1/3.4425-ით დაიწყო, 14:30 საათისთვის 1 დოლარი 3.4475 -ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4499 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.4850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.4050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.4350ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4650 ლარად.
შეგახსენებთ, 2021 წლის დაწყებიდან დღემდე სებ-ს სულ $212.9 მლნ-ის ინტერვენცია აქვს განხორციელებული. COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა პანდემიურ 2020 წელს პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს სულ დაახლოებით $916 მლნ დოლარი მიაწოდა.