ფინანსები
09/09/2020

ლარის კიდევ უფრო გაუფასურება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება - ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ლარის კიდევ უფრო გაუფასურება  ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება. როგორც ბიზნესმენი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ლარი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიუხედავად მაინც უფასურდება.

„ახლა საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ლარი დაახლოებით 2 პუნქტითაა გაუფასურებული, ასე თამაშობს. საგანგაშო იქნება  უფრო მაღალ ნიშნულამდე აწევა, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რეზერვები თუ მოზიდული თანხები, რაც საფინასნო ინსტუტებმა გამოყვეს Covid 19-ის შედეგად სიტუაციის დასასტაბილირებლად, მაქსიმალურად  გამოყენოს“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი წონასწორობის ნიშნული და რა მაჩვენებელია ბიზნესისთვის სასიგნალო, პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის ოფიციალური კურსი 3.10-იან ნიშნულს არ უნდა გასცდეს.

“ეს კურსი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაჭერა ძალიან გართულდება“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.0943-ით დაიწყო, 11:40 საათისთვის 1 დოლარი 3.0955-ის ნიშნულზე იყო, 16:07 საათისთვის კი ლარი Bloomberg-ზე უკვე 3.0995-მდე გაუფასურდა. 8 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0890 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი. სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით $329,65 მლნ გაყიდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022