ფინანსები
27/08/2020

COVID-ის პირობებში სებ-მა წელს $329,65 მლნ-იანი ინტერვენცია განახორციელა

COVID-ით გამოწვეული არასტაბილურობის ფონზე, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე, დაპირებისამებრ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი.

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 13 მარტიდან დღემდე $329,65 მლნ გაყიდა, აქედან $40 მლნ დღეს.

კობა გვენეტაძემ პანდემიის გავრცელების ფონზე არაერთხელ აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაის ფონზე, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით.

"გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს", - მუდმივად აცხადებს სებ-ი.

Businesspartner