ფინანსები
15/02/2023

კრედიტინფოში მსესხებლის ახალი კატეგორია შედის

კრედიტინფოს ბაზას მსესხებლის ახალი კატეგორია დაემატა. შემოსავლიანები, ფულადი გზავნილებით. 

კრედიტინფოს (ვალდებულებების მიმღები/დამმუშავებელი/შემნახავი ბიურო) ინფორმაციით, ბიურო ფულადი გზავნილების დამუშავებისთვის უკვე მზად არის. მთავარია ბანკებმა მოაგროვონ ინფორმაციის გაცემის მსურველი მომხმარებელი. გზავნილის მიმღების ნებართვის გარეშე, მომსახურე ბანკი ინფორმაციას ვერ გასცემს.

როგორც იცით მონაცემთა ბაზას მარტიდან ფულადი გზავნილები დაემატება. ვალდებულებებში გადმორიცხვების დამატება, გზავნილებით შემოსავლიანი პოტენციური მსესხებლის დაკრედიტების გამარტივებას ემსახურება. 

კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, რომლის ბაზა 10 მლნ ლარამდე კრედიტებით შეივსო (მანამდე მხოლოდ 3 მლნ-მდე სესხებს აღრიცხავდა), ქვეყანაში სულ, 1.9 მლნ მსესხებელია, მათ შორის, 1,625 მილიონი აქტიური მომხმარებელი, ბანკების კლიენტებზე მოდის.

სესხების საერთო მოცულობა 39.9 მლრდ ლარია, მ.შ. ₾ 35 მლრდ-ის ფარგლებში ≤ 3 მილიონიანი სესხებია. 

39.9 მლრდ-დან, ₾ 36.366 მლრდ კომერციულ ბანკების გაცემულია და მთლიანი დაბანდების მხოლოდ 8.8% (3.5 მლრდ) მოდის დანარჩენ საფინანსო ინსტიტუტებზე, მ.შ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

კრედიტინფოს იანვრის სტატისტიკით, 1 წლამდე ვადაგადაცილება 123 000 პირს (ფიზ/იურიდიულ) უფიქსირდება (1.3 მლრდ ლარის). 2-დან 3–წლამდე  ვადაგადაცილებაშია 800 მლნ ლარის პორტფელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023