კრედიტინფოს გუნდს ირაკლი ელაშვილი შეუერთდა
კრედიტინფოს მენეჯმეტს მე-5 დირექტორი დაემატა. პოზიცია ირაკლი ელაშვილმა დაიკავა, რომელიც TBC-ის წამყვანი მენეჯერი, ალფა კაპიტალის მმართველი და ფინკას გენერალური დირექტორი იყო.
კრედიტინფოს სამეთვალყურეო საბჭოს სებ-ის რეგულაციის შესაბამისად გამსხვილდა.
აქამდე მმართველობითი ორგანო მხოლოდ აქციონრების (TBC; BGEO, PROCREDIT, Creditinfo International GmbH) 4 წარმომადგენლით (ნინო მასურაშვილი, ლევან კულიჯანიშვილი, ალექსი მატუა, სეტ მარქსი) იყო დაკომპლექტებული.
13 ოქტომბრიდან კრედიტინფოს ბაზაც გამსხვილდა. ზღვარი 10 მლნ ლარამდე კრედიტებით შეივსო და მორიგ ანგარიშში აისახება.
კრედიტინფოს ბოლო, სექტემბრის ანგარიშით (სადაც მხოლოდ 3 მლნ-მდე კრედიტებია), ქვეყანაში სულ 2 მლნ მსესხებელია, მათ შორის, 1,601 მილიონი აქტიური მომხმარებელი ბანკების კლიენტებზე მოდის.
სესხების საერთო მოცულობა 35.3 მლრდ (L/m - ₾ 34.9 მლრდ) ლარია. აქედან 90%-₾ 31.8 მლრდ კომერციულ ბანკების წილია (L/m- 31.8-91%). დარჩენილი თანხა კი სხვა საფინანსო ინსტიტუტებზე ნაწილდება.1 წლამდე ვადაგადაცილება 79 315 პირს (ფიზ/იურიდიულ) უფიქსირდება (L/m - 81 535). 3–წლიან ვადაგადაცილებაშია 134 600 მსესხებლის (L/Y – 230 000) 240 000 კრედიტი (სესხის ნაშთი: 1.4 მლრდ ლარი).
1 მარტისთვის კი მონაცემთა ბაზას ფულადი გზავნილები დაემატება (ამ დროისთვის კრედიტინფო პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს). ვალდებულებებში გადმორიცხვების დამატება, გზავნილებით შემოსავლიანი პოტენციური მსესხებლის დაკრედიტების გამარტივებაა. თუმცა გზავნილის მიმღების ნებართვის გარეშე, მომსახურე ბანკი ინფორმაციას ვერ გასცემს.
კრედიტინფოს ანგარიში (მლნ ₾) |
2021 |
2020 |
ამონაგები |
7.3 |
6.7 |
კაპიტალი |
10.5 |
9.5 |
აქტივები |
11.4 |
9.7 |
ხელფასები და სხ.სარგებელი |
1.6 |
1.4 |
საოპერაციო მოგება |
3.1 |
2.8 |
წყარო: რეპორტალი