ფინანსები
07/12/2020
კომპენსაციის მიღების თხოვნით, შემოსავლების სამსახურში ამ ეტაპზე 14 300-ზე მეტი განაცხადი შევიდა
200 და 300 ლარიანი კომპენსაციის მიღების თხოვნით შემოსავლების სამსახურში ამ ეტაპზე 14 300-ზე მეტი განცხადებაა შესული. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, განაცხადების მიღების პროცესი 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.
"კომპენსაციების განაცხადების მიღება დაწყებულია.შემოსავლების სამსახურში ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შემოსული. მონაცემები გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში და მათი გაცემა მალევე დაიწყება. ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე. შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მონაცემები სრულად უნდა იყოს მოწოდებული. სისტემა აბსოლუტურად გამართულია ამ მომენტისთვის",- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.