ფინანსები
03/08/2022

კობა გვენეტაძე რუსეთიდან ფულად გზავნილებს ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებას უწოდებს

ეროვნული ბანკი რუსეთიდან ფულად გზავნილებს ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებად უყურებს. 

"საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს დაუყოვნებლივ შეუერთდა. რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ერთჯერადი კაპიტალის შემოდინებას, მათ შორის აქამდე რუსეთში მცხოვრები ქართველების ჩათვლით - მათ ჰქონდათ თავისი კაპიტალი რუსეთში და საქართველოში მიგრაციის გამო, ეს კაპიტალი გადმოაქვთ, გადმოტანის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება კი, ფულადი გზავნილების სისტემაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მიგრაცია დასრულდება, ეს ეფექტი ამოიწურება. 

ამ კაპიტალის შემოდინებას გარკვეულწილად აქვს გავლენა იმაზეც, რომ ეკონომიკა უფრო აქტიურია, რა თქმა უნდა ხდება ამ შემოტანილი თანხების დახარჯვა. მაგრამ, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ფინანსური ორგანიზაციები აბსოლუტურად იცავენ დაწესებულ სანქციებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022