ფინანსები
22/09/2021

კახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მლრდ ლარამდე გაიზრდება. 

"2017 წელს, როდესაც მერიაში მოვედით, დაახლოებით 825 მლნ ლარი იყო დედაქალაქის ბიუჯეტი. დღეს 400 მლნ ლარით არის გაზრდილი, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტი უნდა გახდეს 1.7 მლრდ ლარი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტ ოჯახს დავუდგეთ გვერდში, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება",- აღნიშნა კახა კალაძემ.