სტარტაპი
26/09/2022

აქსესუარებზე გადატანილი მოგონებები - როგორია სტარტაპი "ლილთეს" გეგმები

"ლილთე" ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სასიამოვნო ემოციები და საყვარელი მოგონებები კიდევ ერთხელ განიცადონ. ამისთვის, კომპანია ორიგინალურ შარფებს და სხვადასხვა აქსესუარებს ქმნის.

სტარტაპის დამფუძნებელი ანანო ეზიეშვილი ბიზნესპარტნიორთან ამბობს, რომ იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც დედისთვის განსხვავებული საჩუქრის გაკეთება უნდოდა, პანდემიის გამო კი მაღაზიები დაკეტილი იყო. სწორედ ასე შექმნა მისი პირველი ნახატისგან შარფი, რაც ახალი საქმის დაწყების მოტივაცია გახდა.


"ლილთე" სვანური სიტყვაა და მატყლის ძაფად გადაქცევის პროცესს ნიშნავს. ჩვენი თითოეული ნივთიც ასე სათუთად და ნელ-ნელა იქცევა მნიშვნელოვან აქსესუარად.ზუსტად მსგავსი პროდუქტი ბაზარზე არ არსებობს. "ლილთეს" მომხმარებელი ყველა ის ადამიანია, ვისაც განსაკუთრებული საჩუქრების გაკეთება უყვარს, როგორც სხვისთვის ასევე საკუთარი თავისთვის. მამაკაცის ხაზიც გვაქვს: ბალაკლავა, შარფები, ასევე შეიძლება სუფრის აქსესუარებიც ძალიან მიმზიდველი იყოს შეფი მამაკაცისთვის.

მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ ყველა ასაკს და საფასო კატეგორიას. აქსესუარების ფასი 70 დან 270 ლარის ფარგლებში მერყეობს. მათ შორის სუფრების და საწოლის გადასაფარებლების. ყველაფერი იქმნება საქართველოში, რაც ვფიქრობ კიდევ უფრო განსაკუთრებულს გვხდის. ლილთეს ამ ეტაპზე უკვე 4 მუდმივი თანამშრომელი ყავს. რაცვ შეეხება მოთხოვნას, მუდმივად იზრდება და ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ მზარდ დინამიკას,"-აღნიშნავს ანანო ეზიეშვილი

"ლილთეს" არ აქვს მზა პროდუქტი, რომელსაც სადმე დავდებთ და პირდაპი გაიყიდება,  ამიტომ როგორც კომპანიაში ამბობენ ფიზიკური სივრცე არ სჭირდებათ და არც სამომავლო გეგმებშია. თუმცა, ძალიან მალე ერთ-ერთ საბავშვო ბრენდთან კოლაბორაციით სპეციალური კოლექცია შეიქმნება.

 

Businesspartner